ამილახვარი ივანე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ამილახვარი ივანე გივის ძე – ქველმოქმედი, თავადიშვილი ქართლიდან. 1881 წელს სოფ. ქვემო ჭალაში (ქართლი) გლეხთათვის დააარსა სკოლა, რომელსაც ათი დღიური მიწა შესწირა. სწავლა დროებით დაქირავებულ სახლში დაიწყო.
გამოყენებული ლიტერატურა
- ივერია. – 1886. – № 157;
- ჭირისუფალი. წერილი ქართლიდან: (ლეხურის ხეობა) // კვალი. – 1900. – № 45. – გვ. 717-719; №49. – გვ. 781-783;
- ნ. ლ-რი. ხერხი სჯობია ღონესა: (უძღვნი განსვენებ. თ-დ ივანე გივის-ძის ამილახვრის ხსოვნას) [მოთხრობა] // ნაკადული მოზრდილთათვის. – 1913. – №11. – გვ. 6-19.