ამილახვრიანთ კოშკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ამილახვრიანთ კოშკი - კოშკი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილო–დასავლეთით 2 კმ-ში მდებარე სოფელ ოთარშენის განაპირას, ჩრდილოეთით, მდინარე ლიახვის მარჯვენა ნაპირზე, შემაღლებულ ბექობზე.
აღწერილობა
კოშკი ცილინდრულია (დიამ. 10,5 მ), ნაგებია რიყის ქვით. კედლების შიდა პირზე ზოგან გამოყენებულია აგურიც. აგური გასდევს ზოლებად ფასადებსაც. კოშკს შესასვლელი მეორე სართულზე აქვს. პირველი სართული დამხმარე სათავსია. აქ ერთი სარკმელია. მეორე სართულის ფრაგმენტებში, კარის გარდა, ერთი სარკმელი და რამდენიმე სათოფური ჩანს. მესამე სართულის შემორჩენილ ნაწილში მხოლოდ ორი სათოფურია. კოშკის სართულშუა გადახურვა ჩანგრეულია.