ამირანოლოგია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ამირანოლოგია – ქართული ფოლკლორისტიკის შემადგენელი დარგი რომელიც კავკასიის ქედზე მიჯაჭვული ამირანის თქმულებას სწავლობს ისტორიულ განვითარებაში. ამირანის პრობლემას დიდი ხნის ისტორია აქვს მეცნიერებასა და მხატვრულ შემოქმედებაში, მაგრამ ამირანოლოგიას ასე ხანგრძლივი წარსული არ გააჩნია.
ამჟამად ამირანოლოგია საერთაშორისო ფოლკლორისტიკის ორბიტშია მოქცეული და მრავალმხრივ საყურადღებო გამოკვლევები იბეჭდება ქართულ, რუსულ, გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ, უნგრულ, ჩეხურ, ხორვატულ და სხვ. ენებზე. ამირანოლოგია ქართველთმცოდნეობისა და კავკასიოლოგიის ისეთივე განუყრელი თანამგზავრი, როგორც თვითონ ამირანიანია ამ ხალხთა კულტურის შემადგენელი ნაწილი.
მ. ჩიქოვანი