ამირიძე ვასილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამირიძე ვასილ – (1933), დაიბადა ამირთკარში (ახლანდელი ამირნი, დუშეთი). 1952 წელს დაამთავრა ფასანაურის საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, რომელიც 1957 წელს დაამთავრა და განაწილებით მუშაობა დაიწყო გორის რაიონში, ტყვიავის მანქანა-ტრაქტორთა სადგურში. პენსიაში გასვლამდე (2012) იგი სხვადასხვა სამეურნეო საქმით იყო დაკავებული და პარალელურად ეწეოდა პოეტურ მოღვაწეობასაც.


* * *
დამიგდო წუთის სოფელმა
წელში მომგრიხა კავივით.
სიცოცხლის ყავლი ილევა
აქა-იქ ვჩხავი ყვავივით.
უქმად გავლიე საწუთრო
გვიან არს თითზე კბენანი,
დაბლა მე არა ვვარგოდი
არცა მწყალობდნენ ზენანი.
გარდუვალს ვუმზერ, წინ მიდგას
„იქ“ წამსვლელთ დამწესებელი,
ხელში უჭირავს მახვილი
სიცოცხლის დამსრულებელი.
მალე, ალბათ, თავს წამაცლის,
გზას მიმასწავლის შავეთის.
წერილებს მოვიწერები
თუ იქ „მშვიდობით“ – „შავედი...“

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები