ამის პატრონმა რა ქნას
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ამის პატრონმა რა ქნას? — თამაში. მოთამაშეები პატარა სახელობით ნივთებს: კენჭს, მძივს, ბეჭედს შეაგროვებდნენ და ქუდში ჩაყრიდნენ. მოთამაშეებს მსაჯული, „დამძახნელი” ჰყავდათ გამოყოფილი. ერთ-ერთი მოთამაშე ქუდიდან ვისიმე ნივთს მალულად ამოიღებდა და ამბობდა: „ამის პატრონმა რა ქნას?”, დამძახნელი პასუხობდა: „მაგის პატრონმა იცეკვოს, იმღეროს, წყალი მოიტანოს ანდა ხეზე ავიდესო”. ნივთის პატრონს დავალება უნდა შეესრულებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი თამაშს გამოეთიშებოდა ანდა დაჯარიმდებოდა.
ლიტერატურა
ნოღაიდელი