ამოზნექვით ბეჭდვის გრავიურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ამოზნექვით ბეჭდვის გრავიურა – დაფის ზედაპირიდან ამომტვრევის ან ამოჭრის მეშვეობით სცილდება ის ადგილები, რომლებიც ქაღალდზე უნდა გამოვიდეს თეთრად და პირიქით, ხელუხლებლად რჩება ქაღალდზე აღნიშნული ხაზები და სიბრტყეები. დაფაზე ისინი ქმნიან ამოზნექილ რელიეფს. ამ სახის გრავიურაში შედის ხეზე და ლინოლეუმზე გრავირება. ცნობილია აგრეთვე მაღალი გრავირება ლითონზე.