ამონაგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ამონაგი – ცემენტის წისქვილის, გამოსაწვავი ღუმლის, საცეცხლისის, საკვამლე მილის, ქიმიური აპარატის, აბაზანისა და სხვათა დამცავი შიგა მოპირკეთება მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებისაგან, რისთვისაც გამოიყენება ცეცხლგამძლე აგური, ცეცხლმედეგი და ქიმიურად მდგრადი მასალებისაგან დამზადებული ჯავშანფილები და სხვა. დანიშნულების მიხედვით შეიძლება იყოს ცეცხლგამძლე, ქიმიურად მედეგი და თბოსაიზოლაციო.