ამონალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ამონალი – (ბერძ. ammōniakón ამონის და ლათ. alūmen მწარე მარილი), ამონიუმის გვარჯილის ფეთქებადი ნივთიერება, რომელშიც შედის დისპერსული ალუმინი. ალუმინი ზრდის აფეთქების სითბოს. ამონალს აქვს აფეთქების სითბო 1,5-ჯერ მეტი, ვიდრე ნიტროგლიცერინს. დეტონაციური თვისებების ასამაღლებლად ამონალს უმატებენ ტროტილს. სამთო ქანების აფეთქების დროს გამოიყენებენ ამონალი, რომლის შემადგენლობაში შედის 4,5% ალუმინი. ასეთი ნაერთი საშუალებას იძლევა მცირე მოცულობაში კონცენტრაცია გავუკეთოთ დიდ ენერგიას.