ამპერმეტრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ამპერმეტრი – (ინგლ. ampere ფრანგი ფიზიკოსის ამპერის (1775-1836 წ.) გვარის მიხედვით და ბერძ. metreō ვზომავ), დაბალი ძაბვის ჩაკეტილ ელექტროწრედში გამავალი დენის გამზომი ხელსაწყო. ის გამოიყენება ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტრული წრედების დროს და ყოველთვის წრედში ირთვება მიმდევრობით. ამპერმეტრი გვიჩვენებს დატვირთვის მიერ მოხმარებულ დენს. ამპერმეტრით უშუალოდ იზომება, როგორც მუდმივი, ასევე ცვლადი დენი. არსებობს სხვადასხვა მოდიფიკაციის.