ამრეკლი (ფილა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ამრეკლი
- ფილის სახეობა, რომელიც გამოიყენება დარტყმითი მოქმედების სამსხვრევებში, შახტურ წისქვილებში და სხვ. დიდი სიჩქარით გამოტყორცნილი მასალის ნაწილაკები ეჯახება ამრეკლ ფილას, კარგავს სიჩქარეს და ვარდება ძირს მსხვრევის ზონაში;
- მოწყობილობა ან ბუნებრივი წინაღობა, რომელიც ცვლის ბგერითი ან ჰიდრავლიკური ენერგიის, ელექტრომაგნიტური ტალღების, ბირთვული ნაწილაკების ნაკადის, აგრეთვე მყარი სხეულების მოძრაობის მიმართულებასა და ინტენსიურობას.