ამური (მდინარე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამური – შორეული აღმოსავლეთის უდიდესი მდინარეა, აუზის ფართობით (1855 ათასი კმ2) ორჯერ და უფრო მეტად, ხოლო წყლიანობით (დაახლოებით 11000მ3წმ) შვიდჯერ აღემატება ხუანხეს. იგი წარმოქმნილია არღუნის და შილკას შეერთებით, მისი სიგრძე 2850კმ-ია, ხოლო არღუნის (იგი მოედინება დიდი ხინგანის მთებიდან) სათავიდან 4440კმ ჩაედინება ოხოტის ზღვაში. ზემო დინებაზე გამომუშავებული აქვს ვიწრო, კლდოვანი ხეობა, ზეას შეერთების შემდეგ მიემართება ფართოჭალიან ხეობაში, კვეთს მცირე სინგანის მთებს, სადაც ხეობა ვიწროვდება. შემდგომ, შესართავამდე მიედინება ფართო ხეობაში. საზრდოობაში მთავარ როლს თამაშობს ზაფხულ-შემოღგომის მუსონური წვიმები. წყალდიდობისას მდინარე ფარავს 25კმ სიგანის ჭალას. შესართავში შეინიშნება 3 მ სიმაღლის ზღვის მოქცევის ტალღა, რომელიც შესართავიდან ზემოთ დაახლოებით 150 კმ ვრცელდება. შუა დინებაზე დონეების რყევა (წლიური) 5-6 მ ფარგლებშია. წლიური ჩამონადენი შეადგენს 343კმ3(შესართავთან). ამურის მთავარი შენაკადებია ზეა, ბურეა, ამგუსი (მარცხენა), სუნგარი და უსური (მარჯვენა). ამური თითქმის მთელს სიგრძეზე სანაოსხნოა.


წყარო

აზიის ფიზიკური გეოგრაფია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები