ამშაშარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამშაშარა - აკრძალული დღის დაცვა (წარმართული ჩვეულება). პატრონიმიას თავისი აკრძალული დღეები ჰქონდა, რომელიც სავალდებულოდ უნდა დაეცვათ. ამ დღეს არც მამაკაცები და არც ქალები არ შრომობდნენ; სახლიდან არაფერს გასცემდნენ. მამაკაცი თუ სადმე წასასვლელი იყო, წინა საღამოს ნივთს ან ფულს გარეთ, სადმე დამალულ ადგილზე, დადებდა, რომ სახლიდან აკრძალულ დღეს არაფერი გაეტანა. „აკრძალულ დღეს“ ოჯახის წევრები ცდილობდნენ უმეტესად სახლში ყოფნას.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები