ამწე საავტომობილო ხისტკავშირებიანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ამწე საავტომობილო ხისტკავშირებიანი – ამწე, რომლის ამძრავი მოცულობითი ჰიდრავლიკური სისტემა მომარჯვებულია განრთული ცირკულაციით. სამუშაო სითხე სისტემაში მიეწოდება ორი აქსიალურდგუშიანი ტუმბოს საშუალებით, რომლებიც განლაგებულია ავტომანქანის სავალ ჩარჩოზე.