ამწე საბრუნ-კოშკიანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ამწე საბრუნ-კოშკიანი – ამწე, რომლის საყრდენ-საბრუნი მოწყობილობა განლაგებულია სავალ ნაწილზე ან პორტალზე. მობრუნების დროს ბრუნავს მთელი ამწე, სავალი ნაწილის გარდა. საბრუნ-კოშკიან ამწეებს ხშირად უწოდებენ მობილურს, რადგან დამონტაჟება და ტრანსპორტირება ხდება მარტივად, გამსხვილებული კვანძების სახით.