ამჰარა თგარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამჰარა თგარა - აფხ. „ამჰარიდან გამოყვანა“. დაქორწინების შემდეგ ქალი ამჰარიდან გარკვეული დროით არ გამოდიოდა, თუ რაიმე აუცილებლობა არ იყო. უფროსები მის ოთახში, ამჰარაში არ შედიოდნენ. ორი-სამი კვირის შემდეგ ხდებოდა პატარძლისა და სიძის გამოყვანა ამჰარიდან. „სირცხვილის მოსაშორებლად“ ეწყობოდა სადღესასწაულო სუფრა. ამაში ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. მით უმეტეს „მამაკაცის მეგობარი“, რომელიც პატარძალს მიჰყვებოდა სასიძოს სახლში, ქორწილის დღეს. „სასიძოს მეგობარი“ ამ დღეს სადღესასწაულო სუფრას შლიდა. ამიტომ, სასიძოს მეგობარს სიძე კარგად ასაჩუქრებდა.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები