ამჰაჯირ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამჰაჯირ (ამჰაჯჷრ) - აფხ. მუჰაჯირი (არაბ. მუჰაჯირეთ გადასახლებული). XIX საუკუნეში კავკასიაში ამ ტერმინის დამკვიდრება კავკასიელ ხალხთა წარმომადგენლების ოსმალეთში მასობრივ გასახლებას, ანუ ძალადობრივ და იძულებით აქტს მოჰყვა, რომელიც რუსეთის კოლონიური პოლიტიკის გატარებას ემსახურებოდა. მუჰაჯირობა შეეხო ჩერქეზებს, უბიხებს, აბაზებს, ჩეჩნებს, ყარაჩაელებს, ნოღაელებს, აფხაზებს და სხვ. რუსეთის ხელისუფლებამ კავკასიელები და მათ შორის, აფხაზებიც „დაუმორჩილებელ მოსახლეობად“ მონათლა და თავისი მიზნების განსახორციელებლად „არასანდო ელემენტების“ გასახლებასა და მათ ადგილზე „სანდო ელემენტების“, ე.ი. რუსების, სომხების, ბერძნების, გერმანელების კავკასიაში ჩამოსახლებას შეუდგა. გადასახლებულთა ამ ნაკადში სოციალურად მაღლა მდგომი ფეოდალები, მათ შორის შარვაშიძეების გამუსულმანებული ერთი შტოც მოხვდა.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები