ანალოღია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ანალოგია-დან)
ანალოგია - (ბერძ.) ნიშნავს მსგავსებას საგნებს, მოვლენებსა და მცნებებს შორის.
ქართველ მორწმუნეთა მეტყველებაში ანალოღიის პარალელურად გვხვდება საკუთრივ ქართული ტერმინები: ფუძეხატი, წირვის ხატი, საკურთხევლის ხატი, შუა ხატი.
ანალოგია ეწოდება გუმბათის ქვეშ მდებარე ხატსასვენს. მასზე სადაგ დღეებში დასვენებულია ის ხატი, ვისი სახელობისაცაა ტაძარი, ხოლო დღესასწაულებში ის ხატი, რომლის ხსენებაცაა და რომელსაც ეძღვნება წირვა. მსგავსი მნიშვნელობის სიტყვებია: სახატე, კათედრა, საწიგნე.
წყარო
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.