დღესასწაული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დღესასწაული - საზეიმო, წმინდა დღე. „ესე არს დღე დიდებული და წმიდა, რომელს შინა თანა-გვაც სხვათა საქმეთა დატევება და მოცლა ვედრებათ ღმრთისა“.

ქრისტიანთათვის დღესასწაულის მიზეზი ქრისტეს მოვლენაა, რომლის აღნიშვნიდანაც იღებს დასაბამს ყველა ქრისტიანული დღესასწაული, დაწყებული აღდგომის დღესასწაულიდან, რომელიც ლიტურგიული წლის მთავარი მოვლენაა. აღდგომის საიდუმლოება აღინიშნება ყოველ კვირა დღეს, უწინარეს სადღესასწაულო დღეს, რომელიც, სამოციქულო ტრადიციის თანახმად, მთელ ეკლესიაში უნდა იქნეს დაცული. უნდა აღინიშნოს, აგრეთვე, სხვა სადღესასწაულო დღეები, როგორებიცაა: უფლის შობა, ნათლისღება, უფლის ამაღლება, ქრისტეს უწმიდესი სხეულისა და სისხლის დღესასწაული, ღმრთის წმიდა მშობელ მარიამის დღესასწაული, მისი უბიწო ჩასახვისა და აღყვანების დღესასწაული, წმიდა იოსების, წმიდანების პეტრესა და პავლეს, ყველაწმიდას დღესასწაულები (CIC, კან. 1246, ნაწ. 1). ამ დღეებსა და კვირადღეს მორწმუნეები ვალდებულნი არიან, მონაწილეობა მიიღონ ევქარისტიაში, თავი აარიდონ მუშაობასა და სხვა საქმიანობას, რომელიც მათ ღმრთის კულტისაგან ააცდენს, საზეიმო დღის სიხარულს აფერხებს და გონებისა და სხეულისათვის აუცილებელ დასვენებას უშლის ხელს (CIC, კან. 1247).

დიდი საეკლესიო დღესასწაულებია:

- წმინდა ნინოს ხსენების დღე (27 იანვარი);
- მირქმა მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი (15 თებერვალი);
- ხარება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა (7 აპრილი);
- სააღდგომო დღეები - დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომის კვირადღე (გარდამავალი);
- ამაღლება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი (გარდამავალია);
- საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის - წმიდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე (12 მაისი);
- ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი (19 აგვისტო);
- შობა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლისა (21 სექტემბერი);
- მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა და ცხოველმყოფელისა ჯვრისა (27 სექტემბერი);
- ტაძრად მიყვანება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლისა (4 დეკემბერი).



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები