ანაპლა-ლუ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ანაპლა-ლუ - აფხ. „ხელის დოლაბი“, ხელის საფქვავი. ბუნებრივი ფორმის ორი კაჭარით (მთის ქანის მომრგვალებული ქვები), რომლებიც ერთმანეთზე დადებული, მიმაგრებული სახელურით, ხელის მოძრაობით მოჰყავდათ მოძრაობაში. ზემო კაჭარს სახელურთან ჰქონდა ნახვრეტი, რომელშიც მარცვალს ყრიდნენ. მოძრაობაში მოყვანის დროს ქვებს შორის მოქცეული მარცვალი იფქვებოდა და ფიცარზე იყრებოდა, რომელზედაც იდებოდა კაჭრები.