ანაპლიხ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ანაპლიხ (ანაპლჷხ) - აფხ. ხელსაქმე. ყველა გოგონა თვითონ ამზადებდა თავის მზითევს. ისინი ცდილობდნენ თავიანთი ხელსაქმით რაც შეიძლება მეტი ნახელავი შეექმნათ, რადგან ქორწილის დროს ისინი სწორედ ამ ნივთებით ასაჩუქრებდნენ მომავალი ქმრის ნათესავებსა და მის მეგობრებს.