ანაპტიქსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანაპტიქსი – (ბერძ. annaptyssό – ვშლი, ვმართავ), სიტყვაში თანხმოვნებს შორის წარმოთქმის გაადვილების მიზნით ხმოვნის განვითარება. აქცესიურ კომპლექსებში პოტენციურად ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა ანაპტიქსური ხმოვნის გაჩენისა, მაგ., თანამედროვე ქართულ მეტყველებაში ძამა, ძამია, ძამიკო ფორმებში შეიძლება ვივარაუდოთ ანაპტიქსური ხმოვნის ჩართვა. ვოკალური ელემენტით გათიშვის კვალი ჩანს ზანურ აქცესიურ კომპლექსებში: ტბა > ტობა || ტიბა:გბ (გბობა) > გუბ || გიბ; კბილი > კიბირი და მისთ. ხშირად სონანტების მეზობლად განვითარებული ხმოვნები (შდრ: ძვ. ქართ. – კრწყილი, ხევსურულში – კირწყილი, სალიტერატურო – ჩრჩილი, კახურში – ჩირჩილი, ქიზიყურში – ჩრიჩილი, სალიტერატურო – კლდე, ხევსურულში – კილდე) უფრო ისტორიულად მარცვლოვანი ელემენტების რეფლექსებად შეიძლება მივიჩნიოთ, ვიდრე ანაპტიქსურ ხმოვნებად.

ნ. იმნაძე


ლიტერატურა

  • ახვლედიანი გ. ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები, თბ., 1949;
  • ჟღენტი ს. ჭანურ-მეგრულის ფონეტიკა, თბ. 1953;
  • გამყრელიძე თ. მაჭავარიანი გ. სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში. თბ., 1965.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები