ანასტიგმატი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ანასტიგმატი – სრულყოფილი რთული კინო და ფოტოობიექტივი (6-7 ლინზიანი), რომელიც იძლევა საგნის (ობიექტივის ოპტიკური ღერძიდან დიდი მანძილით დაშორებული საგნებისაც კი) ყველა წერტილის მკვეთრ და დაუმახინჯებელ გამოსახულებას. თანამედროვე ფოტო, კინო და სატელევიზიო ობიექტების უმეტესობა – ანასტიგმატებია.