ანაფა-ნაგა
ანაფა-ნაგა - აფხ. ნათესისა და პირუტყვის ღვთაება. აითარს აფხაზთა წარმართულ პანთეონში თავისი საერთო აღიარებითა და ფართო ფუნქციით გამორჩეული ადგილი ეკავა. იგი შინაური ცხოველების „შემქმნელიც“ იყო. ყველა წილი, მათ შორის მთვარისა და მზისაც მესაქონლეობის კულტს ემსახურებოდა. ანაფა-ნაგა - ნაყოფიერების ღვთაება. მესაქონლეობის ღვთაების აითარისშვიდნაწილიანი სახის, მეშვიდე ნაწილს წარმოადგენდა. მასში საქონლისა და ნათესების ნაყოფიერების ღვთაება იყო შერწყმული. ცხადია, აითარის კულტის მნიშვნელობა იმაზე მიუთითებდა, რომ აფხაზი მიგრანტებისათვის პოლითეისტურ პანთეონში სწორედ მესაქონლეობის კულტი იყო მთავარი, თუმცა, ქართულ-აფხაზური კულტურულ-ისტორიული ურთიერთობის შედეგი უნდა ყოფილიყო მიწათმოქმედების ღვთაების - ანაფა-ნაგას მნიშვნელობის გაზრდა.