ანაქარსისი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ანაქარსისი - ბრძენი სკვითი, შვიდი ელინი ბრძენიდან ერთ-ერთი. დიდხანს ცხოვრობდა ათენში. სკვითეთში დაბრუნებული ანაქარსისი ბერძნული რელიგიური წესის შესრულებისთვის მეფე-ძმამ სიკვდილით დასაჯა. ანაქარსისი არაეთგზის ამხელდა ელინების თრობას ნადიმობისას. მისი თქმით ვაზს სამი მტევანი აქვს ტკბობისა, თრობისა და სისაძაგლისა. როდესაც ჰკითხეს თუ რა უნდა ქნა, რომ არ გალოთდე, მიუგო: თვალწინ გყავდეს ლოთი მისი სისაძაგლით.
წყარო
წმ. დიმიტრი როსტოველი, სენაკის მემატიანე (შენიშვნები); თარგ. ნინო გულიაშვილის.