ანგარის ფიჭვი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ანგარის ფიჭვი – ჩვეულებრივი ფიჭვის ნაირსახეობა, მცენარე ფიჭვის გვარისა. სიმკვრივე 540 კგ/მ3; სიმაგრე ბრინელის მიხედვით – 2,5. გავრცელებულია ციმბირში, მდ. ანგარას ბასეინში (რუსეთის ფედერაცია). სიმაღლეში იზრდება 50 მ-მდე. ტანის დიამეტრი – 2 მ-მდე. ნელა იზრდება. სიმწიფეს აღწევს 150-200 წლის შემდეგ. მიეკუთვნება უნიკალური ჯიშის ხეს. გამოიყენება მშენებლობასა და ავეჯის წარმოებაში, ადრეთვე გემთ- და ვაგონმშენებლობაში.