ანგიოსტრონგილოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანგიოსტრონგილოზი - (Angiostrongylosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Angiostrongylus + ბერძნ. osis დაავადება) – ჰელმინთოზი. აღმძვრელი, ნემატოდაAngiostrongylus vasorum პარაზიტობს ძაღლის, მელიის, იშვიათად მღრღნელების მარჯვენა გულში, ფილტვის არტერიასა და მის განტოტებებში. დაავადება ქრონიკული ფორმით მიმდინარეობს.

სიმპტომები: თავბრუდახვევა, სისხლდენა ცხვირიდან, სწრაფი დაღლა, ქოშინი, კიდურების შეშუპება. მოგვიანებით ვითარდება კატარული ბრონქიტი, ფილტვების ემფიზემა, გულის გაფართოება, წყალმანკი.



წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები