ანგორის გოჭალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანგორის გოჭალა – Nemachilus angora Steindachner


ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანნი
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: ხლაკუნასებრნი
გვარი:გოჭალები

თევზის სახეობა გოჭალების გვარისა. კბილისებური მორჩი ზედა ყბაზე ზოგჯერ კარგადაა განვითარებული, ზოგჯერ კი სრულებით არა აქვს. სხეულის უმცირესი სიმაღლე კუდის ღეროსთან შედარებით ორჯერ ნაკლებია. სხეულის სიმაღლე მის სიგრძესთან შედარებით (კუდის ფარფლის ფუძემდე) თითქმის 6-6,4-ჯერ ნაკლებია. მამლების მკერდის ფარფლები მუცლის ფარფლებს უახლოვდება, დედლებისა კი – შესამჩნევადაა დაშორებული. ქერცლი ძლიერ წვრილია. სქესობრივად მომწიფებულ მამლებს თავი, სხეული და ფარფლები ხშირი ეპითელური ბორცვაკებით აქვთ დაფარული, სქესობრივად მომწიფებული ინდივიდების გვერდითი ხაზის ხვრელების დათვლა ადვილია (I.I. 79), ბოლომდე, იგი ვერ აღწევს კუდის ფარფლის ფუძეს.

გვხვდება შავი ზღვის მცირე აზიის სანაპიროებში შენაკად მდინარეებში, ჭოროხში, არეზის ზედა და შუა წელის აუზებში, პალაკაციოს ტბაში (ჩილდირ-გელი), მტკერის ზედა წელის აუზში, ურმიის ტბის აუზში.


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები