ანდერაიტერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ანდერაიტერი – (ინგლ. under ქვემოთ ძვ. ინგლ. wrītan წერა, ამოკვეთა) პირი, რომელიც სადაზღვევო კომპანიის მიერ უფლებამოსილია გააანალიზოს, მიიღოს დასაზღვევად (გადასაზღვევად) და უარყოს ყველა სახის რისკები, აგრეთვე, კლასიფიცირება გაუკეთოს შერჩეულ რისკებს მათზე ოპტიმალური სადაზღვევო პრემიის მისაღებად. ანდერაიტერი პასუხისმგებელია სადაზღვევო პორტფელის ფორმირებაზე. მას უნდა ჰქონდეს აუცილებელი ცოდნა და პრაქტიკა რისკის შესაბამისი ხარისხის, პრემიის განაკვეთისა და დაზღვევის პირობების დასადგენად.