ანდრადე ხოსე ლეანდრო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხოსე ლეანდრო ანდრადე − (ესპ. José Leandro Andrade; 22 ნოემბერი 1901, სალტო, ურუგვაი – 5 ოქტომბერი 1957, მონტევიდეო), ურუგვაელი ფეხბურთელი, ნახევარმცველი, თამაშობდა „ბელა ვისტაში“, „ნასიონალში“ და „პენიაროლში“. 1924 და 1928 წლების ოლიმპიური თამაშების და 1930 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. ურუგვაის ნაკრებში ჩაატარა 63 მატჩი. სამხრეთ ამერიკის სამგზის ჩემპიონი. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი.