ანდრეევი ნიკოლოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ანდრეევი ნიკოლოზი - მხატვარი. XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში ხატწერისა და კედლის მხატვრობის სფეროში მოღვაწეობდა ქუთაისსა და თბილისში. ქუთაისში ჰქონდა საეკლ. მხატვრობის სახელოსნო გიგო ზაზიაშვილსა და ვასილ ბალანჩივაძესთან ერთად. 1899-1905 წწ. ალექსანდრე და ლეონიდე ოქროპირიძეების თხოვნით მოხატა იოანე ნათლისმცემლისა და ღვთისმშობლის მიძინების ტაძრები შიომღვიმის მონასტერში.
ა. მგალობლიშვილი