კონჩალოვსკი ანდრეი
ანდრეი კონჩალოვსკი, (ანდრონ მიხალკოვ-კონჩალოვსკი) – საბჭოთა, რუსეთის და ამერიკელი კინორეჟისორი და სცენარისტი (დაიბადა 1937 წლის 20 აგვისტოს მოსკოვში, რუსეთის ფედერაცია). კინოაკადემია „ნიკას“ პრეზიდენტი. ვენეციის საერთაშორისოკინოფესტივალ „წმინდა მარკოზის ვერცხლის ლომის“ ორგზის მფლობელი რეჟისურაში.საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი.
1964 წელს დაამთავრა ВГИК-ის სარეჟისორო ფაკულტეტი (მიხაილ რომის სახელოსნო).
კონჩალოვსკის საერთაშორისო აღიარება მოუტანა ფილმმა „რომანსი შეყვარებულებზე“ (1974 წელი), რომელიც დიდი პრიზით დაჯილდოვდა კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე.
1980 წელს გაემგზავრა ჰოლივუდში, სადაც გადაიღო რამდენიმე წარმატებული ფილმი (მათ შორის „ოსკარის“ ნომინაციაზე წარდგენილი ფილმი „გაქცეული მატარებელი” (1985 წელი), „ჰომეროსი და ედი” სან-სებასტიანის კინოფესტივალის პრიზი „ოქროს ნიჟარა” (1990 წელი), და პრემია „ემის” ლაურეატი „ოდისევსი” (1997 წელი)). მოგვიანებით, ამერიკულ კინემატოგრაფში იმედგაცრუებული, 90-იანი წლების დასაწყისში სამშობლოში დაბრუნდა და იქ გააგრძელა შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობა.
ფილმოგრაფია და ჯილდოები:
- 1965 – „პირველი მასწავლებელი“
- 1967 – „ასია კლიაჩინას ისტორია” (რუსეთის კინოაკადემიის პრემია „ნიკა” საუკეთესო რეჟისურისთვის)
- 1969 – „აზნაურთა ბუდე”
- 1970 – „ძია ვანია” (სან-სებასტიანის სკფ, პრიზი „ვერცხლის ნიჟარა”)
- 1974 – „რომანსი შეყვარებულებზე” (კარლოვი ვარის სკფ, მთავარი პრიზი „ბროლის გლობუსი”)
- 1978 – „სიბირიადა” (კანის სკფ, ჟიურის დიდი პრიზი)
- 1983 – „მარიას შეყვარებულები”
- 1985 – „გაქცეული მატარებელი” (ამერიკის კინოაკადემიის პრემია „ოსკარის” ნომინაცია)
- 1989 – „ტანგო და კეში”
- 1990 – „ჰომეროსი და ედი” (სან-სებასტიანის სკფ, პრიზი „ოქროს ნიჟარა” საუკეთესო ფილმისთვის)
- 1994 – „ჭროღა ქათამი”
- 1997 – „ოდისევსი” (ამერიკის სატელევიზიო პრემია „ემი”)
- 2002 – „სულელების სახლი” (ვენეციის სკფ, ჟიურის განსაკუთრებული პრიზი, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) პრემია)
- 2010 – „მაკნატუნა და ვირთხების მეფე” (ვენეციის სკფ, „წმინდა მარკოზის ვერცხლის ლომი” საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის, პრიზი Green Drop Award)
- 2014 – „ფოსტალიონ ალექსეი ტრიაპიცინის თეთრი ღამეები” (კინოპრემია „ოქროს არწივი” საუკეთესო სცენარისთვის)
- 2015 – „სამოთხე” (ვენეციის სკფ, „წმინდა მარკოზის ვერცხლის ლომი” საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის; პრემია “ნიკა” საუკეთესო რეჟისორს; პრემია „ოქროს არწივი” საუკეთესო რეჟისორს)
- 2018 – „ცოდვა”
და სხვ