ანდრიაძე თეიმურაზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თეიმურაზ ანდრიაძე – დაიბადა 1954 წლის 9 ივლისს თბილისში. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი (1977); ასპირანტურა.
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას.
- ისნის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე (1992-95).
- მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-99): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, თვითმმართველობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე.
- სახელმწიფო მინისტრის მოადგილე (2003).