ანდრონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ანდრონი – (ძვ. ბერძ. ἀνδρών andrōn) მამაკაცებისათვის განკუთვნილი ცალკე ოთახი ძველბერძნულ საცხოვრებელ სახლში. ანდრონი, სხვა ოთახებისგან განსხვავებით, განკუთვნილი იყო მხოლოდ მამაკაცებისთვის და მათი სტუმრებისთვის. იქ შესვლას ნებართვის გარეშე არ შეძლებოდა.
ტრადიციულად ანდრონი მდიდრულად იყო გაფორმებული, იატაკს დეკორატიული მოზაიკა, ხოლო კედლებს ფრესკები ამშვენებდა. ანდრონის მთელი დიზაინი მოწმობდა სახლის პატრონის სტატუსზე. ოთახში განთავსებულ ავეჯს წარმოადგენდა პატარა მაგიდები და ტახტები, რომლებზეც ნახევრადწამოწოლილი სახლის პატრონი და სტუმრები საუბრობდნენ და ნადიმობდნენ.