ანეკდოტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ანეკდოტი – (ბერძ. Ἀνέκδοτα – გამოუქვეყნებელი) – მოკლე ამბავი, რომელიმე დამახასიათებელი შემთხვევა ისტორიული პიროვნების ცხოვრებიდან. მე-19 ს. შუა პერიოდიდა5 ანეკდოტი ეწოდება სხვადასხვა შინაარსის მომცველ მცირე მოცულობის სახუმარო მოთხრობას, მოულოდნელი და მახვილგონივრული დაბოლოებით. ანეკდოტი უფრო მეტად გავრცელებულია თანამედროვე ქალაქურ ფოლკლორში.