ანზორ აბესაძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანზორ აბესაძე

ანზორ აბესაძე − (1942 − 1978), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ მუხურაში (ტყიბული), პედაგოგების ოჯახში. 1959 წელს დაამთავრა მუხურის საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. ამავე წლებში გამოაქვეყნა პირველი ლექსები წყალტუბოსა და ტყიბულში გამომავალ გაზეთებში. 1965 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ტყიბულის მე-2 საშუალო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად, ასევე მოღვაწეობდა ტყიბულის წიგნს მოყვარულთა საზოგადოებაში. 1986 წელს გამოიცა მისი ლექსების კრებული: „თვალმოკრული საწუთრო”.

იმერეთი
თეთრი ნისლივით ოცნება ბოლავს,
მდინარეები ისევ გიჟობენ;
შემოვლებია ზურმუხტის ზოლად
მწვანე ეზოებს ტირიფის ღობე.
ცის ლაჟვარდიდან მზე იხედება,
მზე იხედება კაცის გულიდან;
ფრთას ისწორებენ თეთრი გედები
და ოხშივარი ასდის ხნულიდან.
აქ ყველაფერში მზეა უთვლელი,
აქ ყველა გული მეოცნებეა...
და არსებობის მოკლე წუთები
მარადისობას ეფიცხებიან.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები