ანზორ აბულაშვილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ანზორ აბულაშვილი (1932 − 2013), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ ჯუგაანში (სიღნაღი); 1961 წ დაამთავრა თბილისის ა. ს. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი. პირველი ლექსი დაბეჭდა სიღნაღის რაიონულ გაზეთ „კოლმეურნეში” (1950 წ), 1952 წელს კი გამოაქვეყნა ლექსი რესპუბლიკურ გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტში”. გამოცემული აქვს მრავალი პოეტური კრებული, თარგმნილი აქვს მიცკევიჩის პოემა „გრაჟინა” და მისი მრავალი ლექსი, ასევე სხვა პოეტების შემოქმედების ნიმუშები. მის ლექსს − „მახარობელი“ − წილად ხვდა სახალხო აღიარება, განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა პოეზიაში.
- * * *
- რა ზღაპარი და რა მითი,
- ოდეს მეფობდა დავითი!
- მის ქებად სიტყვა მღალატობს:
- ვინც მტერს უჯაბნელს -
- სჯაბნიდა მოყვასს,
- ქვეშევრდომს არასდროს
- არ დახედავდა მაღლიდან.
- ბრძენი, უებრო სარდალი,
- „მაღალი, უხვი, მდაბალი“,
- ჩაგრულთ შემწე და ქომაგი,
- ქართლში მესიის ბადალი.
- სამართლიანი, მოწყალე,
- კირითხურო და სწავლული,
- მარადის ძილშიც ცოცხალი,
- შვილთ ცრემლით საფლავნამული.
- რაც აქ ვთქვი,
- ქვეყნის კიდემდე
- იცნობდნენ სწორედ ამითი,
- სამწყსოს ეღვენთა სიკეთედ,
- აი, ვინ იყო დავითი!
- გარეთ რომ დუშმანს ჰკვეთავდა,
- შინ მეზვრის კვართი ემოსა...
- ვისზეც მეფობდა, ნეტამც მათ,
- ნეტამც იმ საქართველოსა.
- რა ზღაპარი და რა მითი,