ანთრაციტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ანთრაციტი – (ბერძ. anthrakitēs ნახშირის მსგავსი < ánthrax ნახშირი, ქვანახშირი, კარბუნკული), შავი ფერის მკვრივი და ლითონისებრ პრიალა საუკეთესო ხარისხის ქვანახშირი. მაღალი თბოუნარიანობის, წვის ტემპერატურისა და მცირე ნაცრიანობის გამო წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის ენერგეტიკულ სათბობს. გამოიყენება მეტალურგიულ საწარმოებში, საწვავად, ელექტროდების დასამზადებლად, კარბიდის წარმოებაში, სამსხმელო თერმოანთრაციტად და სხვ.