ანილინი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ანილინი – (სანსკ. nīla მუქი ლურჯი), უფერული ან მოყვითალო ზეთოვანი სითხე. ქიმიური ფორმულა C6H5NH2. გამოიყენება ნედლეულად საღებავის, ასაფეთქებელი ნივთიერების, სამკურნალო პრეპარატის მისაღებად, ქიმიურ, ფარმაცევტულ, პარფიუმერიის, თავდაცვის და მრეწველობის დარგებში.