ანოპლოცეფალები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ანოპლოცეფალები - (Anoplocephala; ბერძნ. an უარყოფა + hoplon იარაღი + kephale თავი) – ცესტოდების გვარი; მიეკუთვნება Anoplocephalata-ს ქვერაზმს.
Anoplocepha magna (ლათ. magnus დიდი, სხეულის სიგრძე – 520 მმ-მდე, სიგანე – 25 მმ-მდე) – სახეობა, პარაზიტობს ცხენის, სახედრის, ჯორისა და ჯორცხენას მლივ და თეძოს ნაწლავებში;
perfoliata (ლათ. per გამჭოლი + foliates ფოთლებით დაფარული, სხეულის სიგრძე – 70 მმ-მდე, სიგანე – 14 მმ-მდე) – სახეობა, პარაზიტობს იმავე ცხოველების ბრმა ნაწლავსა და კოლინჯში. ბიოჰელმინთები. შუალედური მასპინძელი – საძოვრის ორიბატიდული ტკიპები. კენტჩლიქიანი ცხოველების ანოპლოცეფალოზების აღმძვრელები.