ანტეკერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საკურორტო ადგილი ანტეკერა

ანტეკერა – (ინგლ. Antekera, რუს. Антекера), დაბალი მთის კლიმატური საკურორტო ადგილი სამხრეთ ესპანეთში, ანდალუსიის ავტონომიურ ოლქში, მალაგის პროვინციაში, ქ. მალაგიდან 45 კმ-ში, ჩრდილო-დასავლეთით; ქ. გრანადიდან 102 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით; ქ. კორდობიდან 115, ხოლო ქ. სევილიიდან 160 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით. მდებარეობს ელ ტორკალისა და სიერა დე ლა ჩიმენეას მთების ძირში, ზღვის დონიდან 450-600 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი.

ჰავა – ხმელთაშუა ზღვის, შეხამებული დაბალი მთის ჰავასთან. ზამთარი რბილია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 9°C. ზაფხული თბილია და მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 26°C. საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა შეადგენს 69,7%-ს, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 597 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის ზამთარზე (411 მმ), ხოლო მინიმუმი – ზაფხულზე (4 მმ).

ანტეკერის ტერიტორიაზე გავრცელებულია: ვენახები, ციტრუსების, ვაშლის, მსხლისა და ზეთისხილის ნარგავები, პალმები და ჯადვარი. საკურორტო ადგილის მიდამოებში მდებარე ფერდობები დაფარულია: ფიჭვნარით, მუხნარითა და მაყვლის ბარდებით.

ანტეკერის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორია ხმელთაშუა ზღვის ჰავა, შეხამებული დაბალი მთის ჰავასთან.

ანტეკერის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორის გამოყენების მეთოდია პასიური კლიმატოთერაპია.

ჩვენებები ანტეკერაში წასასვლელად: დასვენება; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.

ტურისტული ობიექტები:

ანტეკერასა და მის მიდამოებში (დოლმენები – ელ დომერალი (ძვ.წ. 3790-3730 წლები), ვიერა (ძვ.წ. 2500-2000 წლები) და მენგა (ძვ.წ. 1900-1800 წლები); ძველი რომის პერიოდის აბანოებისა და ვილის ნარჩენები (I-II საუკუნეები); რომაულ-კათოლიკური სამეფო კოლეგიური ტაძრები – ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის სახელობის 1530-1550 წლები) და წმიდა სებასტიანის სახელობის (XVIII საუკუნის დასაწყისი); რომაულ-კათოლიკური ეკლესიები – წმიდა იაგოს სახელობის (1522 წელი), წმიდა პედროს სახელობის (XVI საუკუნე), წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის (XVI საუკუნე), ელ კარმენის სახელობის (XVI-XVII საუკუნეები), წმიდა დომინგოს სახელობის (XVII-XVIII საუკუნეები); რომაულ-კათოლიკური კაპელა ვირგენ დელ სოკორო (1715 წელი); რომაულ-კათოლიკური მონასტრები თავისი ეკლესიებით – ლა ენკარნასიონის სახელობის (XVI საუკუნე), წმიდა ხოსეს სახელობის (ანუ ფეხშიშველა მონაზვნების) (XVI საუკუნე), წმიდა ავგუსტინეს სახელობის (XVI საუკუნე), წმიდა ზოილოს სახელობის სამეფო (XVI საუკუნე), წმიდა ეუგენიას სახელობის (XVI საუკუნე), წმიდა ვიქტორიას სახელობის (XVIII საუკუნე), ბელენის (XVIII საუკუნე) და სხვ.; გიგანტების თაღი (1595 წელი); მუნიციპალური სასახლე (XVIII საუკუნე); XVIIIXIX საუკუნეების სასახლეები – მარკიზ ლე პენის, მარკიზ ვილადარიასის, მარკიზა ესკოლონიასის და სხვ.; ალკასაბას ციხე-სიმაგრე (XI-XIV საუკუნეები); წმიდა სებასტიანის მოედანი (1545 წელი); კოლარტეს სახლ-მუზეუმი; მუნიციპალური და კორიდის მუზეუმები; ხართა ბრძოლების არენა; ელ ტორკალის ნაკრძალი; მგლების პარკი; ფუენტე დე პიედრას ლაგუნა და სხვ.) და
ქ. მალაგაში (რომაული პერიოდის ამფითეატრის (I-II საუკუნეები) ნანგრევები; ალკასაბას ციტადელი (XI საუკუნე); ციხე-დარბაზი – შუქურა „ხიბრალ-ფარო“ (გადაკეთებულია XIII საუკუნეში ფინიკიურიდან); მალაგის რომაულ-კათოლიკური საკათედრო ტაძარი „ლა მანკიტა“ (XVI-XVII საუკუნეები); XV-XVII საუკუნეებში აშენებული რომაულ-კათოლიკური ეკლესიები – საღრარიოს სახელობის, ვირხენ დე ლა ვიქტორიას სახელობის, სანტა-კრისტოს სახელობის, სანტა ისაბელ დე უნგრია ინ კოლომარეს სახელობის (ყველაზე პატარა ეკლესიისა მსოფლიოში) და სხვ.; მუზეუმები – მუნიციპალური, სახალხო ტრადიციებისა და ხელოვნების, არქეოლოგიური, პაბლო პიკასოს, ბარონესა ტისენის, მუსიკისა და ავტომობილების და სხვ.).


წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები