ანტიკოროზიული პლასტმასი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ანტიკოროზიული პლასტმასი – კაუჩუკი, პოლიიზობუტილენი, ეპოქსიპლასტი, რომლებსაც აქვთ მაღალი ქიმიური მედეგობა წყლის, მჟავების, მარილხსნარების და ორგანული გამხსნელების მიმართ. ნაკეთობები, დამზადებული ასეთი მასალებისგან მრეწველობაში ცვლიან ლითონის ნაკეთობებს, რომლებსაც მუშაობა უხდებათ ქიმიურად აგრესიულ გარემოში. მათგან აგრეთვე ამზადებენ თხევადი საწვავის გადასატან კონტეინერ-ცისტერნებს.