ანტილოგარითმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ანტილოგარითმი – მოცემული n რიცხვის ანტილოგარითმი არის ისეთი x (x>0) რიცხვი, რომლის ლოგარითმი მოცემული a (a ≠1, a>0) ფუძით არის რიცხვის ტოლი; ე.ი. თუ n არის x რიცხვის ლოგარითმი, მაშინ x არის n რიცხვის ანტილოგარითმი იმავე ფუძით.
ანტილოგარითმი ასე აღინიშნება: antlogan = x ან n= logax , სადაც x = an. მაგალითად: antlog23 = 8.
ჩვეულებრივ, ანტილოგარითმებს იხილავენ ათობითი ლოგარითმებისათვის.