ანტიმჟანგავი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ანტიმჟანგავი (ანტიოქსიდანტი) – ბუნებრივი ან სინთეზური ნივთიერება-ინჰიბიტორი, რომელიც აფერხებს სხვადასხვა ორგანული ნაერთის დაჟანგვის პროცესს. მას მიეკუთვნება: ასკორბინის მჟავა, ასკორბილპალმიტატი, ასკორბილსტეარატი, გუაიაკის ზეთი, დიჰიდროკვერცეტინი, დოდეცილგალატი, კალიუმის ლაქტატი, კალიუმის ასკორბატი, კალციუმის ასკორბატი, კვერცეტინი, ლეციტინები, ნატრიუმის ლაქტატი, ოქტილგალატი, ტოკოფეროლი და სხვ.