ანტიპირენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანტიპირენი – (ბერძ. antí- წინააღმდეგ და pŷr ცეცხლი), კომპონენტი, რომელიც ემატება ორგანული წარმოშობის მასალებს ცეცხლდაცვის მიზნით. მის შემადგენლობაში შედის წვის შემანელებლები (ამონიუმის ფოსფატი, ბორაკი, ამონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ფთორატი, ნატრიუმის ბიქრომატი, ქლორეთილ-ფოსფატი), სინეგრისტი (მასალა, რომელიც აძლიერებს ძირითადი შემანელებლის მოქმედებას) და სტაბილიზატორი, რომელიც ზღუდავს შემანელებლის ხარჯს.

ანტიპირენი წინააღმდეგობას უწევს მერქნის აალებას და ზღუდავს ზედაპირზე ცეცხლის (ალის) გავრცელებას. ანტიპირენის გამოყენების მეთოდი დამოკიდებულია დასაცავი მასალის სახეობაზე. გამოიყენება შემდეგი მეთოდები: დიფუზიური, ამოვლებითი, პანელური, ცხელი-ცივი აბაზანა, ვაკუუმი-ატმოსფერული წნევა-ვაკუუმი, ვაკუუმი-წნევა-ვაკუუმი, ზედაპირული წასმა და სხვ. ანტიპირენს აქვს დნობის მაღალი ტემპერატურა, ცეცხლის ზემოქმედებით იშლება და იქცევა უწვად მასად, რომელიც ქაფდება და ფარავს კონსტრუქციის ზედაპირს. ამით ის სითბოს აშორებს ზედაპირს, ამავე დროს ჟანგბადს არ აძლევს საშუალებას, მივიდეს აალებულ კონსტრუქციამდე და საბოლოოდ ხელს უშლის წვის პროცესს.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები