ანტისხეულები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანტისხეულები - (ბერძნ. anti წინააღმდეგ + სხეული) – ცილოვანი ნივთიერებები (გლობულინები), რომლებიც ხერხემლიანთა სისხლსა და ქსოვილებში ანტიგენების მოქმედების საპასუხოდ წარმოიქმნება. ისინი რეაგირებენ ქიმიურად მათთან ახლომდგომ, მათ გამომწვევ ანტიგენებსა თუ ნივთიერებებზე. შედეგად, წარმოიქმნება იმუნური კომპლექსი, რომელსაც შეუძლია კომპლემენტის შებოჭვა, რაც ორგანიზმის უჯრედებში იწვევს ღრმა ცვლილებებს – ჰემოლიზს, ციტოლიზს. ანტისხეულების ზემოქმედებით იცვლება მიკროორგანიზმების ნივთიერებათა ცვლა და ისინი უფრო ადვილად ექვემდებარებიან ფაგოციტოზის პროცესს. ანტიგენებს შეუძლიათ გაანეიტრალონ ტოქსინები, დათრგუნონ ან დახოცონ პარაზიტები.




წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები