ანტიფრიქციული მასალა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ანტიფრიქციული მასალა – მასალა, რომელსაც ახასიათებს დაბალი ხახუნის კოეფიციენტი და გამოიყენება ძირითადად სრიალის ხახუნის პირობებში მომუშავე დეტალების დასამზადებლად (საკისარი, მილისი, სადები და ა.შ.). ანტიფრიქციულ მასალას მიეკუთვნება ბრინჯაო, რუხი თუჯი, ტექსტოლიტი, ფთოროპლასტი 4, ბრინჯაოგრაფიტი, რკინაგრაფიტი და სხვ.