ანტიფსიქოზური საშუალება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ანტიფსიქოზური საშუალება - (antipsychotic), ზოგადი ტერმინი, ფართოდ გამოყენებული რამდენიმე ქიმიური კლასის სამკურნალწამლო საშუალებებისათვის, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა სახის ფსიქოზური აშლილობების, განსაკუთრებით – შიზოფრენიისა და აგზნებული მდგომარეობის სიმპტომური მკურნალობისათვის.
ეს ნივთიერებებია: ფენოთიაზინები, ბუტიროფენონები, თიოქსანტენები, ასევე შედარებით ახალი თაობის სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა: დიფენილბუტილპიპერიდინები, პიმოზიდი და ფლუშპირილენი. მათი უმრავლესობა არასასურველი რეაქციების (მათ შორის – ექსტრაპირამიდული სინდრომის) გამომწვევია.
იხილე აგრეთვე
ნეიროლეფსიური სამკურნალო საშუალება