ანტონ ფურცელაძის ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ანტონ ფურცელაძის ქუჩა – ქუჩა თბილისში, ძველი თბილისის რაიონი (გარეთუბანი); რუსთაველის გამზირიდან ვახტანგ ორბელიანის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის 30-იან წლებში. 1841 წელს შედგენილ თბილისის ქუჩების სიაში შეტანილია როგორც ბარონის ქუჩა. სახელწოდება უკავშირდება კავკასიის მთავარმმართველის გ. როზენის ტიტულს. 1922 წლიდან ანტონ ფურცელაძის სახელი დაერქვა. ქუჩაზე გამოდის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციული კორპუსი. შემონახულია XIX ს. დასასრულისა და XX ს. დასაწყისის საცხოვრებელი სახლები.