ანტუანი ანდრე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ანდრე ანტუანი – (ფრანგ. André Antoine, 1858-1943), ფრანგი რეჟისორი, მსახიობი, თეატრის თეორეტიკოსი. მოღვაწეობის დასაწყისში იყო ე. ზოლას ნატურალისტული სკოლის მიმდევარი. პარიზში დააარსა „თავისუფალი თეატრი“, გაილაშქრა მელოდრამის, მდაბიური დრამატურგიის, „კარგად გაკეთებული პიესების“, ჟანრული და სტილური შეზღუდვების წინააღმდეგ. შემდგომ მან შექმნა „ანტუანის თეატრი“, სადაც შეურიგებელი ბრძოლა გამოუცხადა მეტყველების მშრალ, დეკლამაციურ სტილს, სამსახიობო შტამპებს, მოახდინა მასობრივი სცენების ინდივიდუალიზაცია, დგამდა ანსამბლურ სპექტაკლებს, საფუძვლიანად გარდაქმნა სცენის დეკორაციული და ხმოვანი გაფორმება, დაამკვიდრა სარეჟისორო ხელოვნების დამოუკიდებლობა.