ანუჩინი დიმიტრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიმიტრი ანუჩინი

დიმიტრი ანუჩინი – (რუს. Анучин, Дмитрий Николаевич, 1843 - 1923 წ.წ.), რუსი გეოგრაფი და ანთროპოლოგი, მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზსიკა-მათემატიკის ფაკულტეტმა 1890 წ. მიანიჭა მას გეოგრაფიის დოქტორის მეცნიერული ხარისხი honoris causa. ის იყო გეოგრაფიული მეცნიერების პირველი დოქტორი რუსეთში.

ანუჩინმა დააარსა სერიოზული გეოგრაფიული ჟურნალი „Землеведение“ (დედამიწისმცოდნეობა), რომელშიაც თავსდებოდა მეტად მნიშვნელოვანი მონოგრაფიები, როგორც ორიგინალური, ისე თარგმანი. მის კალამს ეკუთვნის 77-ზე მეტი თხზულება და კრიტიკული სტატია გეოგრაფიაში. დ. ნ. ანუჩინის საუნივერსიტეტო მსმენელები ყოველთვის ისმენდნენ მისგან არა მარტო „მეცნიერების უახლეს მიღწევებს, არამედ მათ საღ კრიტიკულ შეფასებასაც, რომელიც ყოველთვის თან ახლდა ანუჩინის ლექციებს.“ (ვლ. ბოგდანოვი).

ანუჩინი დიდ მეცნიერულ-კვლევითი მუშაობას აწარმოებდა რუსეთის პოტამოლოგიის და ლიმნოლოგიის დარგში. ანუჩინი აქტიურად მუშაობდა ბუნებისმეტყველების, ანთროპოლოგიის და ეთნოგრაფიის მოყვარულთა საზოგადოებაში“ და იყო ამ საზოგადოების პრეზიდენტი.


წყარო

გამოჩენილი გეოგრაფები და მოგზაურები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები